Accentnews.ge
კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

12/03/2021 10:40:34 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობოებმა თქვეს, რომ "ტვ პირველის" საქმის გარდა ისინი დიპლომატს მიაწვდიან ინფორმაციას პოლიტპატიმრებზე, მართლმსაჯულების პრობლემებზე, განიხილავენ რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობას.

"პირველ რიგში, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ასე აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანაში. დღეს ჩვენ ბატონ კრისტიანს ვესაუბრებით იმ პრობელემებზე რომლებსაც ვხედავთ საქართველოში, იმ პოლიტიკურ კრიზისზე რაც სახეზეა", - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა, ნინო დოლიძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S