Accentnews.ge
კრისტიან დანიელსონი არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს და კახა კუჭავას ხვდება

კრისტიან დანიელსონი არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს და კახა კუჭავას ხვდება

12/03/2021 11:36:28 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდება.

მმართველი გუნდიდან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა იმყოფებიან. ისინი მედიასთან კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S