სააკაშვილის თქმით, ენმ-ს ხელისუფლებას "ტვ პირველზე" გასული ჩანაწერები 2011 წელს რომ ჰქონოდა, რეაგირება მოჰყვებოდა
12/03/2021 13:10:37 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, “ტვ პირველის” ეთერში 6 მარტს გასული ჩანაწერები “ნაციოანლური მოძრაობის” მმართველობის დროს რომ ჰქონოდათ, მაშინდელ სახელმწიფო უწყებებს რეაგირებაც ექნებოდათ.
“2011 წელს რომ ჰქონოდა ხელისუფლებას ეს ჩანაწერები, თითოეულმა ჩვენგანმა დაუსვას თავის თავს შეკითხვა, თან ეს არის პერიოდი, როდესაც ივანიშვილი – რუსი ოლიგარქი, “გაზპრომის” მთავარი აქციონერი, გამოვიდა აქტიურად პოლიტიკურ არენაზე, წერილს წერილზე წერდა “ვგმობ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას” და ეს 2011 წლის განმავლობაში ხდება სულ, და ამ დროს არავინ არ დაინტერესდა ვინ ვის "აკაჩავებს", ვინ ვის მიმართ იჩენს ძალადობას, ვინ ვის მიუვარდა და ხელისუფლება უბრალოდ წყნარად უყურებს ამ ყველაფერს და არაფერს არ აკეთებს? თუ ჩვენ გვქონდა ეს და არაფერი გააკეთეს მაშინდელმა ორგანოებმა, ეს ნიშნავს, რომ ესენი იყვნენ ჩამოშლილები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს რომ ასე არ იყო მგონი ხალხს ახსოვს”, – განაცხადა სააკაშვილმა.


