Accentnews.ge
"ოცნების" ლიდერები დანიელსონთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ, აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ

"ოცნების" ლიდერები დანიელსონთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ, აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ

12/03/2021 13:22:24 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ლიდერები შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ, აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს, შარლ მიშელს და ბატონ კრისტიან დანიელსონს იმისთვის, რომ ჩამოვიდა საქართველოში. ვიცით რომ, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგის წარმატებით დასრულებას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდება. „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს. დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება დიალოგი და მას შემდეგ რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარები. პოზიციებს სჭირდება დაახლოება იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს. საუბარი იყო "წითელ ხაზებზე " თუ "ყვითელ ხაზებზე", ამაზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს", – აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალებზე ირალი კობახიძის მსგავსად, არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საუბრობს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი დიალოგის პროცესს უფრთხილდება, არ სურთ რამე დააზიანონ და შესაბამისად, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება რამდენიმე დღეში მიიღებს.

"დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა", - აცხადებს თალაკვაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S