Accentnews.ge
კობახიძე – ჩანაწერებში დანაშაულის სავარაუდო ნიშნებზე: "თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა "ნაცმოძრაობის" ხელწერაა"

კობახიძე – ჩანაწერებში დანაშაულის სავარაუდო ნიშნებზე: "თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა "ნაცმოძრაობის" ხელწერაა"

12/03/2021 13:32:03 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის" ეთერით გასაჯაროვებულ სკანდალურ ჩანაწერებში დანაშაულის სავარაუდო ნიშნებზე კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ "თმის ღერი არავის ჩამოვარდნია".

"გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით - ეს არის პირველი, პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ოპოზიცია თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები, იმ ადამიანების მხრიდან, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია, რაზეც არის ძალიან მკაფიო ინფორმაცია გასაგები ყველასთვის. თქვენ გახსოვთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა ფარული ჩანაწერები, ყველა, მათ შორის, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და ა.შ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას სწორედ ფარული ჩანაწერების კანონიერებასთან დაკავშირებით და ასეც ხდებოდა ეს. ახლაც მოხდა ზუსტად იგივე. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, ეს არის ოპოზიციის სპეკულაცია. თმის ღერი არავის ჩამოვარდნია", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S