კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კიევიდან ახდენს „ტვ პირველის“ სუბსიდირებას
12/03/2021 20:00:50 პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ტვ პირველს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიას უწოდებს და სკანდალრი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.
კითხვაზე, რით ადასტრებს, რომ ტელეკომპანია პარტიული ტელევიზიაა, კობახიძე პასუხობს:
„ყველაფრით, მათ შორის, დაფინანსებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ამ ტელევიზიის სუფსიდირებას. მოგებაზე ვერ მუშაობს ეს ტელევიზია. კიევიდან მიხეილ სააკაშვილისგან [ფინანსდება – რედ.]. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს კობახიძე "რუსთავი 2"–ის ეთერში.
მისივე მტკიცებით, სააკაშვილს ორი რესურსი აქვს: ფული და მედია:
„თქვენ როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილი, როგორ მართავს მთლიანად ვითარებას ოპოზიციაში? რატომ არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, ყველაზე გავლენიანი პირი ოპოზიციაში? მას აქვს ორი რესურსი - ეს არის ფული, მილიონები, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა, წაღებული აქვს და ხარჯავს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, საქართველოში და ეს არის მედიარესურსი, რომელიც, მათ შორის, ამ მოპარული ფულით ფუნქციონირებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია“.
11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.


