Accentnews.ge
კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება

კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება

14/03/2021 06:09:33 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.

მოგვიანებით კრისტიან დანიელსონის შეხვედრა იგეგმება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.

ცნობისთვის: შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S