Accentnews.ge
კობახიძე: "რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია, იმას ხელს მოვაწერთ. "წითელი ხაზი" არის სამართლიანობა"

კობახიძე: "რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია, იმას ხელს მოვაწერთ. "წითელი ხაზი" არის სამართლიანობა"

14/03/2021 07:34:01 პოლიტიკა

ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ შეთანხმება, რომ დიალოგის დასრულებამდე, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

მისივე თქმით, "შეთანხმება, რომელიც შედგება უნდა იყოს სამართლიანი".

"დღეს გაიმართა შეხვედრა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აშშ-ის ელჩთან. განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც პოლიტიკური დიალოგს უკავშირდება. ჩვენ ვართ შეთანხმებული პარტნიორებთან, რომ ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ ამ დიალოგის დეტალებზე, რადგან დისკუსიები გრძელდება, გაიმართება უახლოეს საათებში შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კიდევ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობთ. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. იმედია, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. ჩვენი მთავარი კრიტერიუმია, რომ შეთანხმება, რომელიც შედგება უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ბუნებრივია, სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია, იმას ხელს მოვაწერთ. "წითელი ხაზი" არის სამართლიანობა, "წითელი ხაზი" არის სამართლიანობა", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S