"შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა დინამიკა პოზიტიურია"
14/03/2021 13:54:53 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში დინამიკა პოზიტიურია, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.
ამის შესახებ ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან კრისტიან დენიელსონთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა
"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა. მაგრამ, ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და ის 6-პუნქტიანი დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. ბატონ დენიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ, ბოლომდე მმივიყვანოთ პროცესი". - განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს დენიელსონი უკვე შეხვდა "ქართული ოცნების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "გირჩის" ორივე ნაწილის, "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებს. შეხვედრები გაიმართება "მოქალაქეებთან" და "პატრიოტთა ალიანსთანაც", დღის ბოლოს კი გაერთიანებული შეხვედრა შედგება. დანიელსონი თბილისს 12 მარტს ეწვია.


