Accentnews.ge
"წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებთ, დიალოგი პრემიერის ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება"

"წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებთ, დიალოგი პრემიერის ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება"

14/03/2021 16:42:27 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპელ დიპლომატ კრისტიან დანიელსონთან რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ დისკუსიები პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, "რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია".

"წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. ამ პირობას პერმანენტულად არღვევენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის ჩვენს პარტნიორებთან დადებული პირობის უხეში დარღვევა. მათ დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები. ამაზე ჰქონდათ საუბარი, როგორც დღეს, ასევე გუშინ. ჩვენ ასეთი პირობა არ დაგვირღვევია. დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან პროდუქტიული და კარგად მიჰყავს მას დიალოგის პროცესი. ჩვენი სურვილია დიალოგი ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს. ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში "მსხვილი პაკეტით" ჩადის:

"ჩვენ გვაქვს ჩვენი დღისწესრიგი ევროკავშირთან ინტეგრქაციის მიმართულებით. უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების. ძალიან მსხვილი პაკეთით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები და სავსე ხელებით ჩავდივართ ბრიუსელში".

რაც შეეხება შეხვედრას, კობახიძის თქმით, შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, დანიელსონის მედიაციით, დღეს აღარ გაიმართება და დიალოგი "მომდევნო პერიოდში" გაგრძელდება.

"მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. დღეს შეხვედრები აღარ იქნება, დასრულებულია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S