Accentnews.ge
"ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს"

"ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს"

14/03/2021 17:12:44 პოლიტიკა

"ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში არსებობს საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება ჯერ კიდევ საჭიროა.

"დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ მივესალმებით და მადლობას ვუხდით ევროკავშირს ასეთი მაღალი ჩართულობისთვის და დიალოგის ფასილიტაციისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება, სამუშაო საკითხებზე პოზიციები რომ კიდევ დაახლოვდეს. ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს. შეთანხმების მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე გაკეთებულია. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე", – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის: შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. როგორც დღეს "ოცნების" ლიდერებმა ევროპელ დიპლომატთან რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ –მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება. თავად დანიელსონი ქვეყნიდან ხვალ, 15 მარტს გაფრინდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S