Accentnews.ge
"მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება, როგორც მედიატორი"

"მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება, როგორც მედიატორი"

14/03/2021 17:33:46 პოლიტიკა

"მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება, როგორც მედიატორი", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება ამ პროცესში, როგორც მედიატორი. ამ ეტაპზე დამატებით პუნქტებზე ჩვენ მსჯელობა არ გვქონია. სულ რაღაც ორი დღეა, რაც ევროკავშირის მედიაციით ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, რომ პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე დაახლოვდეს, შევთანხმდეთ. ჩვენი პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის. განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ პროცესებს ვნახავთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის: შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. როგორც დღეს "ოცნების" ლიდერებმა ევროპელ დიპლომატთან რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ –მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება. თავად დანიელსონი ქვეყნიდან ხვალ, 15 მარტს გაფრინდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S