კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს
14/03/2021 17:57:13 პოლიტიკა
ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს.
მისი თქმით, "გაგრძელდება მუშაობა, რათა მოლაპარაკების პროცესში კიდევ უფრო წინ წაიწიონ".
"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. თუმცა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დრო დისკუსიისთვის, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თბილისში კიდევ ერთი დღით დავრჩე და გავაგრძელო დისკუსიები, იმისთვის, რომ მხარეებს გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მხარეებმა გამოსავალი უნდა იპოვონ და მე ამაში მათ უნდა დავეხმარო. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას", – განაცხადა დანიელსონმა.
ცნობისთვის: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. როგორც დღეს "ოცნების" ლიდერებმა ევროპელ დიპლომატთან რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ –მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება. თავად დანიელსონი ქვეყნიდან ხვალ, 15 მარტს უნდა გამგზავრებულიყო.


