რომელი შეზღუდვები იხსნება დღეიდან
15/03/2021 04:42:40 საზოგადოება
საქართველოში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება.
კერძოდ, დღეიდან:
- მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
- განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1 აპრილიდან შეძლებენ.
ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;


