Accentnews.ge
"თუ 2021 წელს 1 700 000–მდე ადამიანს ავცრით, მაშინ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს"

"თუ 2021 წელს 1 700 000–მდე ადამიანს ავცრით, მაშინ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს"

15/03/2021 06:38:00 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ მიმდინარე წლის განმავლობაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 1 700 000–მდე ადამიანი აიცრება, "მაშინ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს".

"იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ წელს მილიონ 600-მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს“,-აცხადება გამყრელიძე.

მისივე თქმით, იგი მას შემდეგ აიცრება, რაც კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღე გავა.

დღეიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. 13 მარტს ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S