Accentnews.ge
დანიელსონისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  "ევროპელი დიპლომატი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება"

დანიელსონისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  "ევროპელი დიპლომატი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება"

15/03/2021 07:23:46 პოლიტიკა

დანიელსონისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ევროპელი დიპლომატი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ევროპელი დიპლომატი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება".

"რადგან ბატონი დანიელსონი დარჩა და ეს არის მთავარი ამბავი, ჩემი აზრით, თქვენთვის და ყველასთვის, და დარჩა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რომელიც შემიძლია გითხრათ. ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებას, ჩვენ გვითხრეს, რომ ორივე მხარემ თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან არ გადადგა, ეს შეთანხმება ვერ შედგებაო", - განაცხადა "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დანიელსონი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება. მისივე თქმით, ოპოზიცია რაციონალური კომპრომისებისთვის მზადაა, თუმცა დოკუმენტის შინაარსზე ვერ ისაუბრებს:

"კარგი ამბავი არის, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. რომ გითხრათ, რომ დღეს რამე განსხვავებული კუთხით წავიწიეთ წინ, ასე არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა და მოლაპარაკება გაგრძელდება", - განაცხადა ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია, მას ქვეყანა დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს დღესაც განაგრძობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S