Accentnews.ge
"დათმობა ორივე მხარეს მოგვიწევს"

"დათმობა ორივე მხარეს მოგვიწევს"

15/03/2021 07:49:38 პოლიტიკა

"დათმობა ორივე მხარეს მოგვიწევს", – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძემ ოპოზიციის ლიდერებისა და ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება, მიუხედავად იმისა, რომ რთული საკითხები არის. როგორ ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდეს. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი გრძელდება, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და გარძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ შეთანხმებას. დათმობა ორივე მხარეს მოგვიწევს. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისებს და კომპრომისი ორმხრივია. სწორედ ამიტომ, მეტი დრო დაგვჭირდება, ვიდრე წარმოგვედგინა, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი იმით არის, რომ მანამ, სანამ ეს მოლაპარაკებები ბოლომდე არ მივა, ბატონი დანიელსონი აქ რჩება“,-განაცხადა სამნიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ერვოპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას:

"დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, დიახ, რომ ჩემი აზრით, ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას და მე ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ ევროკავშირისთვის ერთია, რომ საქართველოს შიდა სტაბილიზაცია უნდა მოხდეს, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ შეგახსენებთ, ბატონი შარლ მიშელის ნათქვამს წინა ვიზიტზე, ახლო პერიოდში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები რეგიონში, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია, მას ქვეყანა დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს დღესაც განაგრძობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S