ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი - კობახიძის ინტერვიუზე: "რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა აქ?"
15/03/2021 09:08:02 პოლიტიკა
"რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა აქ?", – ასე გამოეხმაურა გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ტელეკომპანია “რუსთავი 2"-ის ეთერში 12 მარტს გასულ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიაში ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებაზე ჯერ კიდევ მაშინ მსჯელობდნენ, როდესაც მოსამართლეს საბოლოო განაჩენი არ ჰქონდა გამოტანილი.
"ჩემი კითხვაა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გროტესკულად დარღვევის შემდეგ, რომელიც აქ არის აღწერილი, რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს გადასაღებ ადგილას?!",.- დაწერა ილვესმა ტვიტერზე.
ცნობისთვის: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საათების განმავლობაში გრძელდებოდა ნიკა მელიას საქმის პროცესი. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 22:20 საათზე გამოაცხადა, შესაბამისად, გარუკვეველია, რაზე დაყრდნობით მსჯელობდნენ 17 თებერვლის 17:00 სთ–ზე “ქართული ოცნების" ლიდერები მელიას დაკავების ოპერაციაზე თუ მის გადადებაზე.


