გიგი გიგიაძემ საგარეო უწყება დატოვა და მუშაობა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში" დაიწყო
15/03/2021 10:08:33 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში" (EPRC) დაიწყო.
2021 წლის იანვარში გიგიაძე ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს. მიზეზად საროტაციო ვადის გასვლა დასახელდა.
ცნობისთვის: გიგიაძემ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. დიპლომატის განცხადების საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ იგი “ელჩის კომენტარით გაკვირვებულია”, ხოლო "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები”.


