Accentnews.ge
დანიელსონმა ორბელიანების სასახლე უკომენტაროდ დატოვა

დანიელსონმა ორბელიანების სასახლე უკომენტაროდ დატოვა

15/03/2021 10:40:49 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

ევროპელი დიპლომატისა და საქართველოს პრეზიდენტის რიგით მეორე შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. დანიელსონმა ორბელიანების სასახლე მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S