პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილისა და დანიელსონის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
15/03/2021 11:17:56 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის რიგით მეორე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მე-4 დღეა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს", – ნათქვამია ინფორმაციაში.
კრისტიან დანიელსონი 12 მარტის შემდეგ როგორც ინდივიდუალურად, ისე გაერთიანებულ ფორმატში ხვდებოდა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს. მას საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს აგრძელებს.


