Accentnews.ge
ჯაფარიძე: „დენიელსონმა თქვა, რომ „გუშინ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“

ჯაფარიძე: „დენიელსონმა თქვა, რომ „გუშინ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“

15/03/2021 12:34:07 პოლიტიკა

„გირჩის“ წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის გაცხადებით, ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გუშინ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. საუბარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 14 მარტის განცხადებაზე, როდესაც ის ევროპელ დიპლომატს საჯაროდ დაემშვიდობა და განაცხადა, რომ დიალოგი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება. მოგვიანებით გაირკვა, რომ დიპლომატი ქვეყანაში რჩება.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დიპლომატს არ სურდა დეტალებზე საუბარი, უბრალოდ აღნიშნა, რომ „გუშინ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“.

თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გუშინ, 14 მარტს მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.

"კარგი ნიშანია ის, რომ მედიატორი დარჩა. გითხარით, რომ გუშინ ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დაგვემშვიდობა და ფიქრობდა უკვე წასვლას, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ არის კიდევ პოტენციალი ოპოზიციასთან საუბრის და ხედავთ, რომ დღეს მას ესაუბრება და იმედია, შედგება მათ შორის შეთანხმება".

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები თავად დიპლომატის მიერ შედგენილი პუნქტების ირგვლივ მიმდინარეობს.

„გუშინ საღამომდე ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, საღამოს შემდეგ (ქართული ოცნების ლიდერების განცხადბების შემდეგ) აღარ ვარ ისე ოპტიმისტირად, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი დარჩა, ამასთან ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში და შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გარკვეული ოპტმიზმის საფუძველს მაძლევს“,– განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 12 მარტის შემდეგ როგორც ინდივიდუალურად, ისე გაერთიანებულ ფორმატში ხვდება ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S