"საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე"
15/03/2021 13:37:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო, - ამის შესახებ თავად ღარიბაშვილი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს.
„იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. მექნება შეხვედრები ბელგიის, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატოში", - წერს ღარიბაშვილი.
პრემიერი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება.


