"ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა"
15/03/2021 13:33:24 პოლიტიკა
"ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა", - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გამომდინარე იქედან, რომ გუშინ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, პროცესი დროში ცოტა უნდა გაწელილიყო და შეიძლება კარგი არ ყოფილიყო, ვინაიდან, ეს ადამიანი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია. მის დარჩენას ვიღაცეებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ეს ის საკითხებია, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ. დამერწმუნეთ, ბევრს ვილაპარაკებთ, შეთანხმების შემდეგ", - აღნიშნა მდინარაძემ.
კრისტიან დანიელსონი 12 მარტის შემდეგ როგორც ინდივიდუალურად, ისე გაერთიანებულ ფორმატში ხვდებოდა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს. მას საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს აგრძელებს.


