ბრიუსელში ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრის პარალელურად, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავენ
15/03/2021 14:47:33 პოლიტიკა
ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.
პარალელურად ვრცელდება რიგი ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებშიც ევროპელი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას "პარტიული ინტერესების გადადებისკენ" მოუწოდებენ
"მოვუწოდებ პარტიებს, გადადონ პარტიული ინტერესები და პატივი სცენ ევროპულ მისწრაფებებს", – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსწერს, რომ "თუ მხარეები ვერ გადაწყვეტენ პრობლემებს, თაობები იკითხავენ, რატომ გაუშვა ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების შანსი".
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია, მას ქვეყანა დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს განაგრძობს.


