კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება
15/03/2021 15:50:23 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდება.
შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი მონაწილეობენ
ამასთან, შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.


