Accentnews.ge
"ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი"

"ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი"

15/03/2021 16:00:30 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა წინადადება, რომელიც დღეს დოკუმენტშია ასახული, წარდგენილია ხელისუფლების მხრიდან.

მისივე თქმით, ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა, ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა.

"ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან, ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა, ისიც მათი მხრიდან ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა“, – განაცხადა კობახიძემ ევროპელ დიპლომატ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყების წინ.

კობახიძემ ოპოზიცია მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა:

"ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებენ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ პირობას".

კობახიძე დადებითად აფასებს დანიელსონის გადაწყვეტილებას ქვეყანში დარჩენის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ გუშინდელი შეხვედრების ბოლოს შარლ მიშელის წარმომადგენელმა უთხრათ, რომ ქვეყანას დღეს დილით დატოვებდა:

"გუშინ შეხვედრის დასრულებისას გვითხრა ბატონმა დანიელსონმა, რომ დღეს დილით ტოვებდა ქვეყანას, თუმცა როგორც ჩანს, შემდეგ იყო გარკვეული კონსულტაციები, რის შემდეგაც გადაწყვიტა ქვეყანაში დარჩენა".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებს ამ წუტებში ხვდება.

კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S