"ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია"
15/03/2021 18:10:11 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპელ დიპლომატთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ ოპოზიციასთან პოზიციების დაახლოება შესაძლებელია.
"პროცესი წინ მიდის, გრძელდება მოლაპარაკები. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონტრუქციული მიდგომებით შევძლებთ უთანხმოების ამოწურვას და შევძლოთ და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პარტია და პარლამენტი. პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს არის მნიშვნელოვანი წინსვლა. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან იყო პრაგმატული და სამართლიანი ნაბიჯები გადადგმული ამ დღეებში, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.


