"მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს, ამაში ჩვენ ვართ დარწმუნებულნი"
15/03/2021 18:30:26 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მედიატორი არ დააყენებს ისეთ წინადადებას, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.
"რთული ამოცანა აქვს ბატონ დალიენსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი შეთანხმებამდე მივა. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გადამწყვეტი როლი აქვთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისთვის და დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს, ამაში ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, მათ შორის დღემდე გამართული დისკუსიებიდან", – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.


