Accentnews.ge
"პარლამენტში შემოსვლას ვეხვეწებით ისეთ პარტიებს, რომლებიც დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან"

"პარლამენტში შემოსვლას ვეხვეწებით ისეთ პარტიებს, რომლებიც დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან"

15/03/2021 18:50:39 პოლიტიკა

"პარლამენტში შემოსვლას ვეხვეწებით ისეთ პარტიებს, რომლებიც დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპელ დიპლომატ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იმ მონახაზში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის არაერთი პუნქტი. ამ შეთანხმებაში ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ოპოზიცია არის მათი შემოსვლა პარლამენტში . არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თან, როგორ პარტიებს, პარტიებს, რომლებიც საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან. „ნაცმოძრაობა“ თვითონ იყო რეჟიმის სათავეში, „ევროპული საქართველო“ მისი განშტოებაა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მისი განშტოება, „გირჩი“ არის მისი განშტოება და ა.შ. ეს ყველა არის ერთი პარტიის განშტოება, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S