ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა შარლ მიშელს დღეს ორჯერ
15/03/2021 19:04:03 პოლიტიკა
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა ერთ დღეში ორჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს
„ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში – ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოვებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


