Accentnews.ge
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

16/03/2021 05:32:30 პოლიტიკა

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბელგიის დედაქალაქში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა უკვე გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს. ხვალ, 17 მარტს, კი პრემიერი NATO-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება და ქართულ დელეგაციასთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S