Accentnews.ge
კელი და კრამერი: "დასავლეთის მხრიდან მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიცია შესაძლოა, შესუსტდეს"

კელი და კრამერი: "დასავლეთის მხრიდან მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიცია შესაძლოა, შესუსტდეს"

16/03/2021 07:12:30 პოლიტიკა

"დასავლეთის მხრიდან მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიცია შესაძლოა, შესუსტდეს", – ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში სახელწოდებით "ზღვარზე მყოფი ქვეყანა", რომელსაც აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდი აქვეყნებს.

"საქართველოში პოლარიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა ამის დემონსტრირება მოახდინა. ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ცალსახად უნდა განაცხადონ, რომ ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია და მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისი უნდა მოძებნონ. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე დასავლეთის მხრიდან მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერის გარეშე ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და პროდასავლური პოზიცია შესაძლოა, შესუსტდეს", – აცხადებენ დოკუმენტის ავტორები – საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი.

ისინი ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციებითაც მიმართავენ. კერძოდ, კელი და კრამერი აცხადებენ, რომ უნდა გაითვალისწინონ მათ შორის, საქართველოსთვის ევროკავშირსა და NATO-ში ღია კარის შენარჩუნება, ასევე დახმარება თავდაცვისა და ძლიერი ინსტიტუტების კუთხით, როგორიცაა, მათ შორის სასამართლო სისტემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S