Accentnews.ge
ფრიდონ ინჯია ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს

ფრიდონ ინჯია ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს

16/03/2021 09:16:04 პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდა, ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს.

პარლამენტის ტრიბუნიდან მან პრეზიდენტ სალომე სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

"იყვნენ მსჯავრდადებულები, რომლებსაც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციებისგან გამომდინარე, ამნისტირება გაუკეთა; რომლებსაც ჰქონდათ მილიონები მითვისებული და ათასი სხვა რაღაც, რომლის თაობაზეც ისინი ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას. რა გახდა მამალაძის შეწყალება?! ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია, საქართველოში არ არის. ეს უკვე დასჯაა იმისთვის, რომ ამ 19 წლის განმავლობაში მთელი ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული ოჯახი არის. ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავია. მე ვიცნობ მას, მხოლოდ ეს არის და გული მტკივა, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი ვერ შეძლო, ჯერ ერთი მამის გარდაცვალება, ბიძის გარდაცვალება, კიდევ ათასი რაღაცები. რა გახდა, რა გააკეთა იმ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო, სად არის ეს ოქროს ზოდები. თუ რამე მას მოპარული ჰქონდა ან რაღაც, ამ 19 წლის განმავლობაში ხომ გამოჩნდებოდა. თუ ისეთი დანაშაული აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ასე უნდა იყოს დამალული, გამაგებინეთ". - განაცხადა ინჯიამ.

ლევან მამალაძე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო. მან საქართველო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დატოვა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა წარედგინა და 2006 წელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ენმ-ის ხელისუფლება ლევან მამალაძეს ასევე ადანაშაულებდა 2003 წლის არჩევნების გაყალბებაში.

შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკი მედიასთან რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მან "ტვ იმედის" ეთერით თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავს, შემდეგ კი აპირებს, ეს "ქართულ ოცნებას" დააბრალოს". მამალაძის ამ განცხადების შემდეგ "ტვ პირველის" ჟურნალისტები – ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ ისინი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S