Accentnews.ge
"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა"

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა"

16/03/2021 09:40:36 პოლიტიკა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის ასეთი დიდი, გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირში გამარჯვებას.

მან "მოწინააღმდეგე ბანაკს" მიმართა:

"მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - თქვენი გესლი და წინააღმდეგობა ნიკოლოზ ბასილაშვილში გარდაიქმნება იმ პოტენციალში, რომ ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირებდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი".

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის მაისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბასილაშვილზე და მის ოჯახზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S