Accentnews.ge
'შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!"

'შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!"

16/03/2021 09:55:28 პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას".

„შეთანხმების მიღწევამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, - წერს საფრანგეთის ელჩი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S