Accentnews.ge
"ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, პუტინია"

"ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, პუტინია"

16/03/2021 10:05:27 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსულ რადიოსადგურ „ეხო მოსკვი"-სთან ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია".

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს, რუსეთთან საუბარი აუცილებელია:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მე ვიცი, რომ რუსეთში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნამდვილად არის ვლადიმერ პუტინი. თუ საქართველოში მოსახლეობას სურს, ნამდვილად შეცვალოს რუსულ-ქართული პოლიტიკა, მაშინ უნდა ისაუბრონ იმ ადამიანთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამ პოლიტიკაზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ნანობთ თუ არა, პუტინს რომ ხელი ჩამოართვით?“, ბურჯანაძემ შემდეგი განაცხადა:

„არა, რა თქმა უნდა არ ვნანობ. მიმაჩნია, რაც არ უნდა რთული იყოს, რუსეთთან ლაპარაკი საჭიროა".

კითხვაზე, 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, რამდენად ხედავს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შანსს, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს აღიარება "შეცდომა იყო":

"არაერთხელ მითქვამს მოსკოვში და რუს პოლიტიკოსებთან საუბარში რომ ეს რუსეთის მხრიდან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ამან ჩიხში მიგვიყვანა. საერთოდ არ მესმის, რა საჭირო იყო ეს აღიარება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე მომენტია, რადგანაც საქართველოში არავინ და არასდროს არ დათანხმდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვაზე. გაიგეთ, რომ ეს ჩვენი ნაწილია. არ უარვყოფ, რომ ეს აფხაზებისა და ოსების მიწაცაა, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ ეს ჩვენი საერთო მიწაა. თუ რუსეთი ითამაშებს პოზიტიურ როლს კონფლიქტის დარეგულირებაში, გარწმუნებთ, მაშინ ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის სულ სხვანაირი იქნება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S