წულუკიანი – ელისაშვილს: "ფარისევლობა შეგატყვეთ. რა გაცინებთ? თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან"
16/03/2021 10:21:53 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ერთადერთი ადამიანია კომიტეტში, რომელიც იმის წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა საკუთარი სამინისტრო.
"ბატონო ალეკო, ფარისევლობა შეგატყვეთ, რადგან ვითომ წუხხართ. რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან, რა თავს აქიცინებთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც ვითომ წუხს ბათუმის ბულვარსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი ადამიანი ჩემს კომიტეტში, რომელიც იმის წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა თავისი სამინისტრო, თქვენ ხართ. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროსს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის. ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა. შესაბამისად, ღმერთს ადამიანისთვის ენა იმისთვის არ მიუცია და მით უმეტეს, კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


