Accentnews.ge
პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა

16/03/2021 10:50:48 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, საქართელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამინისტოდ იყოფა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, 79 ხმით, არცერთის წინააღმდეგ დამტკიცდა.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, ორი სამინისტრო ჩამოყალიბდა, ცალკე იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინსტრო, ცალკე - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

გარდა ამისა, დღევანდელ პლანარულ სხდომაზე ასევე მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფერო ცალკე გამოიყოფა და ახალი საპარლამენტო კომიტეტი - კულტურის კომიტეტი იქმნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S