ბორელი – მოლაპარაკებებზე: "ორივე მხარემ უნდა დათმოს"
16/03/2021 14:15:03 პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჟოზეფ ბორელი მედიაციის შედეგების შეფასებისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში საჭიროა, ორივე მხარემ დათმოს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა:
"განვიხილეთ მედიაციის შედეგები, რომელსაც უძღვება პრეზიდენტი შარლ მიშელი და მისი წარმომადგენელი ბატონი კრისტიან დანიელსონი. სამწუხაროდ, ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, მაგრამ ბატონ პრემიერთან საუბარში, რამდენადაც მე ვიცი, პროგრესის მიღწევისკენ ნაბიჯები იდგმევა. იგივე უნდა განახორციელოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი წარმოადგენს თავის წინადადებებს, რომელსაც რამდენიმე დღეში მოვისმენთ და როგორც მსგავს სიტუაციაში ხდება, ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული", – აცხადებს ბორელი.


