ღარიბაშვილი: „საქართველოში შემდეგი საპარლამენო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“
16/03/2021 14:19:13 პოლიტიკა
პოლიტიკოსად ყოფნა იმუნიტეტს არ გულისხმობს,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ღარიბაშვილმა ამჯერადაც გაიხსენა 2012–წლამდელი პერიოდი და აღნიშნა, რომ 2012 წელს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით რთული ვითარება იყო, მას შემდეგ კი მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ჩატარდა რეფორმების სამი ტალღა და „ქართული ოცნება“ მზადაა, ეს პროცესი განაგრძოს.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათი გათავისუფლების საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია.
„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ უნდა გათავისუფლდეს ესა თუ ის ადამიანი. ეს კანონის უზენაესობის და სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხია“,– განაცხადა რარიბაშვილმა და განსხვავებითრიტორიკისა, რომელსაც ის ოპონენტების მისამარტით ქვეყნის შიგნით იყენებს, ოპოზიციონერი პოლიტკოსებისთვის კრიმინალები არ უწოდებია.
რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე კითხვის საპასუხოდ ღრაიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არაა, მან საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ საქართველოში შემდეგი საპარლამენო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“.


