ბორელის განცხადებით, დანიელსონი მოლაპარაკების მხარეებს უახლოეს დღეებში კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს
16/03/2021 14:42:58 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მხარეებს უახლოეს დღეებში კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში და ახლახანს, მარტის დასაწყისში თბილისში შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავედით. დღეს შეხვედრაზე შევაჯამეთ ამ მედიაციის ძალისხმევა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი მიშელი და მისი პერსონალური წარმომადგენელი დანიელსონი, რომელიც განაგრძობს თბილისში ვიზიტს. სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის. იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი ამ დღეებში გააკეთებს კონკრეტულ შეთავაზებას იმ ხაზების შესაბამისად, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ბორელმა.


