Accentnews.ge
ჰარცელი: "იმედი მაქვს, ჩართულობით საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება"

ჰარცელი: "იმედი მაქვს, ჩართულობით საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება"

16/03/2021 16:57:36 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედს იტოვებს, რომ განგრძობითი ჩართულობით და მძიმე შრომით მხარეებს შორის საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ. იმედი მაქვს, რომ განგრძობითი ჩართულობით და მძიმე შრომით მხარეებს შორის საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება",– განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

"ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ გამოსავალს. ეს, რა თქმა უნდა, ღრმა შეუთანხმებლობაზე მეტყველებს. ეს შეუთანხმებლობა ჩემთვის ცხადი გახდა 4 თვიანი ფასილიტაციის განმავლობაში, რაც პრობლემურია. თუმცა ვხედავთ, როგორ არიან განსხვავებული მხარეები პროცესში ჩართულები. ასევე არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, თუ რომელ საკითხებზე არის მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ არა მხოლოდ არსებული კრიზისი გადაიჭრას, არამედ ქართული დემოკრატია და კანონის უზენაესობა წინ წავიდეს. ეს მნიშვნელოვანი მგონია.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ. იმედი მაქვს, რომ განგრძობითი ჩართულობით და მძიმე შრომით მხარეებს შორის საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება",– განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S