Accentnews.ge
"ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი"

"ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი"

16/03/2021 17:03:03 პოლიტიკა

"ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში", – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"ასოცირების საბჭო საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების გამო ძლიერ წუხილს გამოთქვამს. ევროკავშირი მხარეებს არსებული პოლიტიკური ვითარების დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ სიტუაციის დეესკალაციისთვის ძალისხმევა უნდა გააძლიეროს და ერთად მივიდნენ კომპრომისამდე. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. ასოცირების საბჭომ კიდე ერთხელ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S