ასოცირების საბჭო: "მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის უფრო ხელსაყრელი საარჩევნო გარემო შეიქმნას"
16/03/2021 17:20:16 პოლიტიკა
"მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის უფრო ხელსაყრელი საარჩევნო გარემო შეიქმნას" – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
"ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის OSCE/ODIHR–ის მიერ გამოვლენილ ხარვეზებს. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა განხორციელდეს ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით, რათა საარჩევნო გარემო გაძლიერდეს და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს", – ნათქვამია განცხადებაში.


