Accentnews.ge
„გარწმუნებთ, შეთახმების დოკუმენტში, რომელსაც ევროპული მხარე მოგვცემს, რიგგარეშე არჩევნების საკითხი აუცილებლად იქნება“

„გარწმუნებთ, შეთახმების დოკუმენტში, რომელსაც ევროპული მხარე მოგვცემს, რიგგარეშე არჩევნების საკითხი აუცილებლად იქნება“

16/03/2021 17:36:08 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ევროპული მხარის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, რომლის ირგვლივაც მხარეებმა უნდა იმსჯელონ, რიგგარეშე არჩევების საკითხი იქნება. მსგავსი კითხვა ჟურნალისტების მხრიდან მას შემდეგ გაჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები მისი გადასაწყვეტი არაა და რომ კონსტტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება.

„გარანტიას გაძლევთ, რომ არ იქნება საუბარი, ამოვიღოთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, შევთანხმდეთ პოლიტპატიმრებზე, სასამართლოს, საარჩევო რეფორმაზე და დავვიწყოთ რიგარეშე არჩევნები. გარანტიას გალევთ, რომ ევროპული მხრიდან ეს ასე არ იქნება. მეტის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ ზუსტად, დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი აუცლებლად იქნება, რასაც ევროპილი მხარე შემოგვთავაზებს.

ნახავთ, რომ შეთახმების დოკუმენტში, რომელსაც მოგვცემს ევროპული მხარე, აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნების საკითხი. როგორ, რა ფორმით, ამას ხვალ გავიგებთ, როცა შეხვედრა გვექება“,– განაცხადა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელზეც ამჟამად მხარეები მუშაობენ, ევროპული და ამერიკული მხარის მიერაა შედგენილი და არა „ქართული ოცნების“:

„გამოვრიცხავ კიდევც, რომ მათ მიერ შედგენილ დოკუმენტზე ვიმსჯელოთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S