Accentnews.ge
„არ დამავიწყდება კელი დეგნანის სახე, „დაფიქრდით!...იყლაპებით!“ – ელისაშვილი ელჩთან შეხვედრას იხსენებს

„არ დამავიწყდება კელი დეგნანის სახე, „დაფიქრდით!...იყლაპებით!“ – ელისაშვილი ელჩთან შეხვედრას იხსენებს

16/03/2021 19:28:06 პოლიტიკა

პარტია მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბბს, რომ გასული ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება დასავლელ დიპლომატებს „ეჭირათ“ და ის მათ გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. ამ კონტექსტში დეპუტატმა „რუსთავი 2“–ისეთერში აშშ–ის ელჩთან ერთ–ერთი შეხვედრა გაიხსენა:

„განსაკუთრებულ პატივისცემას ვუდასტურებ ორ ადამიანს, რომლებსაც ამ ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია ეჭირათ. ესენი არიან ევროაკავშირის წარმომადგენელი საქართველოში – ბატონი ჰარცელი და შეერჩებული შტატების ელჩი – ქალბატონი კელი დეგნანი. ერთხელ მივედით შეხვედრაზე, ყარაბაღის მოვლენები იყო, ვითომ სამშვიდობოები რომ შევიდნენ, იქ აზერბაიჯანი შუშაში... გვითხრა, „ხალხო, არ აკვირდებით თქვენს გარშემო რა ხდება, რომ კიდევ ერთი უზარმაზარი რუსული სამხედრო კონტიგენტი გაჩნდა და თქვენ ამ დროს, არა, გინდა თუ არა, მე რასაც ვამბობ, ისაა ცამდე მართალი“. არ დამავიწყდება კელი დეგნანის სახე და ეს რომ „დაფიქრდით!“. ხუთი თვეა, ორივე მხარე ვართ გაჯიქებულები. მაინც და მაინც ბრიუსელში უნდა გვითხრან, როგორც საბავშვო ბაღში გაჯიქებულ ბავშვებს?“

კითხვაზე, განავრცო თუ არა თემა ელჩმა, ელისაშვილმა უპასუხა: „რაღა განვრცობა უნდა?! გვითხრა, „დაფიქრდით, ხალხზე, ქვეყანაზე იფიქრეთ, უკვე იყლაპებით! ერთადერთი კუნძულიღა დარჩა საქართველო, სადაც თავისუფლება სუნთქავს. დაფიქრდით, საქართველოშიც ორი უშველებელი ბაზაა შემოსული!“.

ამავე ეთერში "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციას შეხვედრისას განუცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი რუსეთის ინტერესებშია.

"გეტყვით თავად დანიელსონის განცხადებას: მან პირდაპირ დაიწყო ასე - „თქვენ რასაც აკეთებთ, არის რუსული მხარის ინტერესები. ანუ, რომელიმე მხარე კი არ ხართ რუსეთის წარმომადგენელი, არამედ ეს ბრძოლა, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული, თქვენი ეს საქციელი, არის რუსეთის ინტერესებში“.

ეს არ არის დასამალი, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე რეგიონში და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2003 წლისგან განსხვავებით, დღეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოსულია არა რუსეთიდან, არამედ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმება ახლოსაა:

"არ მგონია, ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს და ევროკავშირის შემოთავაზებულ წესებზე უარი თქვას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S