"ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ, შევიდეთ ოღონდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს"
17/03/2021 06:04:17 პოლიტიკა
"ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ შევიდეთ ოღონდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს", – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიუსელში გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
"ყოველთვის, ყველა ცივილიზებული პარტნიორი მოუწოდებს ორივე მხარეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა. ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ ოპოზიცია, რომ შევიდეთ ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მომზადდეს, პოლიტპატიმრები იქნენ თავისუფალი. კომპრომისი ვერ იქნება იმ საკითხზე, რომელიც მიგვაჩნია საკვანძოდ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ვადამდელი, ნორმალური არჩევნების გარეშე, იქამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილების გარეშე, ეს ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის: ბრიუსელში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კომპრომისის მისაღწევად დათმობაზე ორივე მხარე– ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უნდა წავიდეს. მისივე თქმით, "31 ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში იყო სამართლიანი და თავისუფალი".
"წინსვლის გზის პოვნაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას და მთავრობას. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება არ არის სასარგებლო დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის, პოლიტიკური პლურალიზმისთვის. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ შექმნილი სიტუაციის უფრო ფართო შედეგები უნდა გაითვალისწინოს და ჩვენ ვთხოვთ ყველა პარტიას, დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვოს კომპრომისი", – განაცხადა ბორელმა.


