Accentnews.ge
დღეს კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით "ქართული ოცნების" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

დღეს კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით "ქართული ოცნების" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

17/03/2021 10:26:31 პოლიტიკა

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ერთდროულად შეხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, 16:00 საათზე დაიწყება.

"რადგან გადაწყვიტეს, რომ ორივე მხარე ერთად დაესვათ მაგიდასთან, ეს შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ მოხდა პოზიციების დაახლოება", – აცხადებს "გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისები მთავარი პირობების – "რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრებს გათავისუფლების მხოლოდ და მხოლოდ მისასვლელ გზებამდე ​იქნება".

ცნობისთვის: შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა და მან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S