Accentnews.ge
"სიტყვაზე უნდა დაუჯეროს მთელმა ევროპამ ოპოზიციას, რომ არჩევნები გაყალბდა? დაედოთ წონადი არგუმენტები"

"სიტყვაზე უნდა დაუჯეროს მთელმა ევროპამ ოპოზიციას, რომ არჩევნები გაყალბდა? დაედოთ წონადი არგუმენტები"

17/03/2021 12:50:14 პოლიტიკა

"სიტყვაზე უნდა დაუჯეროს მთელმა ევროპამ ოპოზიციას, რომ არჩევნები გაყალბდა? დაედოთ წონადი არგუმენტები", – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს.

"ოპოზიციამ საერთოდ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ცოტა სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები. რეალურად რა ედოთ ამ დროს ევროპელებს მაგიდაზე?! ედოთ მათივე წარმომადგენლების დასკვნა არჩევნების თაობაზე. ოპოზიციამ არ იმუშავა. სიტყვაზე უნდა დაუჯეროს მთელმა ევროპამ ოპოზიციას, რომ არჩევნები გაყალბდა? დაედოთ რაიმე წონადი არგუმენტები. ამ თვეების განმავლობაში რაიმე გააკეთეს ამ მიმართულებით, რომ კონტრარგუმენტები ყოფილიყო იმ მაგიდაზე? არ იდო და ახლა ბორელზე კი არ უნდა გაბრაზდნენ, მას სხვა რა უნდა გაეკეთებინა მაშინ, როდესაც ერთი მხრიდან იდებოდა არგუმენტები, მათ შორის – მათივე წარმომადგენლების დასკვნები და მეორე მხარე ეუბნებოდა, რომ სიტყვაზე დამიჯერე ძმაო რაო. კი ბატონო, პოლიტიკური კრიზისი არის და ამას ისინი ადასტურებენ და ამიტომ ცდილობენ ისინი, რომ ეს განიმუხრტოს, თუმცა არჩვენების გაყალბებასთან დაკავშირებით მათ არ აქვთ დამაჯერებელი კონტრარგუმენტები", – აცხადებს ხუხაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S